დოდონა კიზირია: ქართველი პატარა ცახესი ბოღმად იღვრება...
პოლიტიკა - 20:26, 19 Sep, 2014     6566
დოდონა კიზირია მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებას ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება და მას ხელისუფლების მხრიდან ბოღმისა და სიძულვილის ლეგიტიმურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

ქართველი პატარა ცახესი ბოღმად იღვრება და ცდილობს სულ ახალ-ახალი ბოროტება მოიფიქროს, რათა რითიმე მაინც ავნოს მისთვის მსოფლიოში ყველაზე საძულველ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს. როგორ ბედავს ყოფილი პრეზიდენტი მამაოებისგან გამოთაყვანებული მრევლის, ქურდ-ბანდიტებისა და ქართველი პრივილიგენციის სათაყვანო „მოქალაქის“ რისხვა აინუნშიც არ ჩააგდოს? იყოს მსოფლიო დონის პოლიტიკოსი და ყველაზე ცნობილი საერთაშორისო მოღვაწეების - პრეზიდენტების, უმაღლესი სასულიერო და სამოქალაქო პირების სასურველი სტუმარი?! როგორ ბედავს იყოს მიღებული თითქმის ყველა ქვეყანაში უდიდესი პატივით?! როგორ ბედავს იყოს მაღალი, სიმპატიური, ჭკვიანი, ლაპარაკობდეს მინიმუმ ხუთ ენაზე, როცა თვით მოქალაქეს უნარი არ შესწევს თუნდაც ერთ, თუნდაც მის ვითომდა მშობლიურ ენაზე ერთი გრამატიკულად გამართული წინადადება მაინც ჩამოაყალიბოს?! როგორ უნდა გაუძლოს პატარა ცახესის ბოღმით გასიებულმა გულმა ასეთ რამეს?!
ვერ უძლებს, ბატონებო, ვერ უძლებს და სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამაზე ფიქრი ვერ აძინებს დ მოსვენებას არ აძლევს. რატომღაც იმასაც ვეჭვობ, რომ ამ სადარდებელს მისი მთავარი საზრუნავის, ფულისა და მოგების წინაც აყენებს. ჰოდა, აი მოიფიქრა ახალი ვერაგობა - პრეზიდენტი სააკაშვილის ოჯახის დარბევა და შევიწროება - ყადაღა დაადო მათ საკუთრებას. გითხრათ მართალი, მე მეგონა სააკაშვილის გარდერობის ყნოსვა მისი მეწვრილმანეობისა და ბოღმიანობის მწვერვალი იყო და ამაზე უფრო სამარცხვინოს ვეღარაფერს მოიფიქრებდა. ძალზე მიამიტი ვყოფილვარ, ფანტაზია არ მეყო ამ პიროვნების სულიერი სიმწირის წარმოსადგენად.
რასაკვირველია, მისი ერთგული მსახურნიც სიხარულით აყეფდნენ და მათი მწირი გონებაც მაქსიმალურად დაძაბეს, რათა მათი ნეხვისგან ამომკენკავის გავარვარებული ბოღმა და სიძულვილი ლეგიტიმურ გადაწყვეტილებად წარედგინათ.
ყველაზე მეტად კი ის მიმაჩნია სავალალოდ, რომ ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეეგებება. მათ ხომ მტკიცედ სწამთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა „დიდძალი ფული“ მოიპარა და გატანა. აი, მხოლოდ რამდენია ეს „დიდძალი ფული,“ ეს თნხა განუწყვეტლივ ცვლილებას განიცდის; ჯერ იყო 15 მილიარდი, მერე გახდა 38. შემდეგ ჩამოვიდა 19 მილიარდზე და ეხლა, ნუ იტყვით, ისეთი დევალვაცია განუცდია, რომ მხოლოდ 2 მილიარდი გამხდარა. თუმცა ამ 2 მილიარდის კვალი „ბრძენი მოქალაქის“ თავდადებული ძიებისა და ამ ძიებაში უცხოელი ექსპერტების ჩართვის მიუხედავად, ჯერ არ აღმოჩენილა. მაგრამ დიდი ამბავი! რა საჭიროა რაიმე მტკიცებულება, რაიმე საბუთი. ისედაც დაიჯერებს გონებადახშული მოსახლეობა.
მახსოვს, ერთმა ტიპმა, რომელიც პატარკაციშვილის ამალაში ბრძანდებოდა და საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების ოპერაციაში მონაწილეობდა (რასაკვირველია სათანადო გასამრჯელოს ფასად), ერთი სამახსოვრო ფრაზა სთქვა - თბილისელების აგდებას რა უნდაო. მე დავამატებდი - ქართველი მრევლის, ქართველი პრივილიგენციის და ქართველი ბანდიტების აგდებას რა უნდა. მაგათ მიდი, მიდი შესძახოს „მოქალაქემ“და ქვეყნის დასანგრევად მაშინვე დაირაზმებიან. „ჩვენისთანა ბედნიერი...“ და ასე შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42