ექს-პრეზიდენტის და მისი ოჯახის ქონებაზე ყადაღის დადებას მიხელ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ეხმაურება.
როგორც გიული ალასანია აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რა საფუძვლით მოითხოვა საგამოძიებო უწყებამ მიხეილ სააკაშვილის დედის და ბებიის სახელზე რეგისტრირებული ქონების დაყადაღება.
მისი თქმით, ოფიციალური უწყებიდან არანაირი შეტყობინება სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე არ მიუღია.
„მე პირადად ამ საკითხზე არავინ დამკავშირებია, დღეს გავიგე ეს ამბავი, მაგრამ არა - პროკურატურიდან. ძალიან გაკვირვებული ვარ. მრუდე სარკეების სამეფოში ვცხოვრობთ. საერთოდ დედა და ბებია რა შუაში არიან, ესეც გაუგებარია ჩემთვის“, - აცხადებს გიული ალასანია.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონებას.
მასალის გამოყენების პირობები






