ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ პუტინის ერთპიროვნული მმართველობა დიდხანს ვერ გაგრძელდება.
„ჯერჯერობით, პუტინი მიზანს აღწევს, მაგრამ რუსეთში პოლიტიკური სისტემა იმდენად არასრულყოფილია, ოდესღაც ციხე შიგნიდან ჩამოინგრევა. წარმუდგენელია, უზარმაზარი სახელმწიფოს პოლიტიკური ჯაჭვი ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იდგეს. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. თანაც წლების განმავლობაში ყოფნა და ერთპიროვნული მმართველობა საბოლოოდ, ნებიმიერ ადამიანს აჩლუნგებს“, - აცხადებს შარაშენიძე.
კითხვაზე, თუ ევროპა პუტინის დასუსტების (დაჩლუნგების) იმედადაა, რუსული აგრესიის შემთხვევაში, რჩება თუ არა საქართველო საკუთარი ძალების იმედად, ექსპერტი განმარტავს, რომ რთული სათქმელია, თუ ვინ რის იმედად არის.
„ვერ გეტყვით ვინ რის იმედადაა, მაგრამ რუსეთში პოლიტიკური გადატრიალება გარდაუვალია. ვაცადოთ, მალე ყირიმის შემოერთებით გამოწვეული ეიფორიაც გაივლის და მოსახლეობაც ელემენტარულ სიმძიმეებს იგრძნობს. საქართველო კი, ისედაც დიდი ხანია, დაუცველია. ახლა მხოლოდ სუსტ წინაპირობას ვემყარებით- რუსეთს არ უნდა დასჭირდეს ჩვენი აგრესია, რადგან დისკომფორტს არ ვუქმნით“, - განუცხადა შარაშენიძემ „ვერიას“.
მასალის გამოყენების პირობები






