ვინ დაემუქრა და რის თქმას აპირებს დუმბაძე მარგველაშვილისთვის?
პოლიტიკა - 16:59, 19 Sep, 2014     2803

გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი მურმან დუმბაძე სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაახლოებით საათნახევრის შემდეგ დაურეკეს და დაემუქრნენ.

„უცნობმა მამაკაცმა დამირეკა. ვიღაც მოძველბიჭო ელემენტი იყო. მისი მოკლე საუბრიდან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, უნდოდა, ავყოლოდი საუბარში, მაგრამ ტელეფონი გავუთიშე. მარტო იმის თქმა მოასწრო, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, ჭკუას მასწავლიდა. არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ „ქართული ოცნების“ მხურვალე მხარდამჭერი იყო და ჩემგან ამ პარტიისა და ზოგადად, დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკა ვერ აიტანა. იმ დღესვე დავურეკე პატრულს, მოვიდნენ, დამკითხეს და სამართლებრივი პროცედურები დაწყებულია. იმედი მაქვს, მალე გაარკვევენ, ვინ დამირეკა“, - აცხადებს დუმბაძე.

მისი თქმით, დაგეგმილი აქვს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშივლთან შეხვედრა, თუმცა ინფორმაციას, რომ ამ მუქარაზე აპირებს მასთან საუბარს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ხელისუფლების შტოებს შორის როცა ასეთი წინააღმდეგობაა, პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, ამ საქმეში ჩაერიოს. ეს უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. მაქვს სურვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, პრეზიდენტი შეხვდეს და აჭარაში მიმდინარე პროცესებში გაერკვეს. არაფერ უკანონოს არ ვითხოვ. ეს ყველაფერი კანონიერია და პრეზიდენტის მოვალეობაა“, -აცხადებს დუმბაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42