უნდა იყოს თუ არა დასჯადი სოცქსელში შეურაცხყოფა - "ყველამ თავის ვებსივრცეს უნდა მიხედოს"
პოლიტიკა - 16:34, 19 Sep, 2014     733

სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფის დასჯასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს ესაუბრა. დევდარიანი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში ბევრი უზუსტობა და გაუგებრობაა.

„უნდა ისჯებოდეს თუ არა ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფა, აქ ბევრი რამეა დასაზუსტებელი და გაუგებარი, ბოლოს ითქვა, რომ საუბარია მხოლოდ კიბერშეტევაზე და არაა საუბარი, რომ ინტერნეტსივრცეში მხოლოდ გინების გამო დააკაონ, აქ ალბათ ყველამ თავის ვებსივრცეს უნდა მიხედოს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ადამიანი გამოთქვამს შეურაცხმყოფელ სიტყვებს თუ მოსაზრებებს უნდა წაშალოს, ან დაბლოკოს. სხვაგვარად ამის რეგულირება ადვილი არ იქნება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი თავის სახელით არ არის დარეგისტრირებული და შეიძლება ამ ყველაფერს ბევრი წინაღობა ჰქონდეს. სხვთაშორის, შემდეგ დაზუსტდა კიდეც, რომ არა გინებაზე, არამედ კიბერშეტევასთან დაკავშირებით იყო საუბარი და ამ შემთხვევაში შეიძლება შსს-ს მიმართოს ვინმე დაზარებულმა და უწყებამ დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება“,- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სოციალურ ქსელში აგრესიული მოსაზრებების გამომთქმელ ადამიანებს მიმართა და აღნიშნა: „ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინმდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს და ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია“.

ზვიად დევდარიანის თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან გამოთქმული შეფასებები და ანალიზი, გარკვეულ შემთხვევაში სიძულვილის ენას კი არ ებრძვის არამედ ახალისებს.

„მაგალითად, ეს იყო 17 მაისის მოვლენეთან დაკავშირებით და შემდეგ ძალიან ბევრ შემთხვევაში მათ შორის იყო შეუწყნარებლობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართაც, რომელიც ხშირად გადაიზრდება და შემდეგ არამხოლოდ სიძულვილის ენას სცილდება, არამედ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც კი გვქონდა. რეალურად ეს არის ვითარება, როდესაც მეტი პასუხისმგებლობა მართებს პოლიტიკოსებს შეფასების და გამონათქვმების დროს, რომელსაც ისინი საზოგადოებრივ სივრცეში აკეთებდნენ“,- აღნიშნა ზვიად დევდარიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი კი მიიჩნევს, პოლიტიკოსების რეაქციებმა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა დააზარალოს.

„როგორც ჩანს მანანა კობახიძეს გაუჩნდა პრობლემები და ეს პრობლემა არის ამაზე რეაქცია, რაც აშკარად მძიმე შედეგს გამოიღებს. ჩვენს სოციალურ ქსელებშიც შემოდიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ, გასაგებია, რომ ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს გარკვეული თმენის ვალდებულება და ჩვენმა რეაქციებმა არ უნდა დააზარალოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მესმის რომ ეს არის ძალიან მძიმე, ჩვენ გამოგვიცდია, რომ ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ადამიანებს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა ექმნებათ, შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ ამის მიზეზი, მაგრამ გამოსავლის მოძებნას ჩვენგან ითხოვენ და ამ დროს ჩვენ არ უნდა მივაყენოთ საზოგადოებას დარტყმები და არ უნდა შეიზღუდოს ინტერნეტსივრცე“,- განაცხადა რატიანმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.

უმცირესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღება ტოტალურ დევნას გამოიწვევს.

„რომელიღაც პოლიტიკოსს რა ეწყინება ვისგან და რა გააღიზიანებს, ეს რა თქმა უნდა ვერ გახდება სახელმწიფოს დევნის საგანი, ძალაუფლების მქონდე პირს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება საზოგადოების წინაშე. ისედაც კრიტერიუმები, თვითონ შეურაცხყოფაც ფართო ცნებაა“,- განაცხადა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42