უცხოელ ფიზიკურ პირზე და უცხოურ კომპანიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ვეღარ მოხდება
პოლიტიკა - 16:30, 19 Sep, 2014     1519

“უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ვეღარ მოხდება”,- შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. კანონპროექტზე იუსტიციის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად იმუშავა.

როგორც თეა წულუკიანის განმარტავს: “სასოფლო მიწების გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება, შეზღუდვა ვრცელდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში. სამაგიეროდ უცხოელი, რომელიც მემკვიდრობით მიიღებს სასოფლო მიწას, მისი მესაკუთრე შეიძლება გახდეს, რაც ბევრ ჩვენს თანამემამულეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა და ითვლება უცხოელად, საშუალებას მისცემს მისი წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული სასოფლო სამეურნეო მიწები საკუთრებაში მიიღონ”.

ცვლილებების თანახმად, შერეული ქორწინების შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია მეუღლეთა თანასაკუთრებაში იყოს. განქორწინების შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეს ენიჭება უპირატესობა, შესყიდვის წესით ყოფილი მეუღლის ქონებას დაეუფლოს. უცხოელ მეუღლეს კი სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწის გასხვისების ვალდებულება ეკისრება.

“ფიზიკურ პირებს, უცხოელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნდებიან საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ მხოლოდ შემდეგი წესების დაცვით: თუკი მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, მას პარალელურად უნდა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება. ძლიერდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, რათა დარგობრივ სამინისტროს უფრო მეტი უფლებები ჰქონდეს იმ საიჯარო ვალდებულებების შესახებ, რაც ამა თუ იმ ინვესტორს ეკისრება. აქვე შემოდის ნოტარიუსის როლი, რომელიც უცხოელ და ქართველ კერძო პირებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე დამოწმებას განახორციელებს და შეამოწმებს ახალი კანონით დადგენილი ახალი პირობების შესრულებას როგორც მიწის გამყიდველის, ისე მისი მყიდველის მხრიდან. ჩვენ შემოგვაქვს დათქმა, რომ უცხოელ ფიზიკურ პირს, უცხოურ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში და ასეთში იგულისხმებიან ის იურიდიული პირები, რომელთა 50%-ზე მეტს ფლობს უცხოელი, ექნებათ უფლება, შეისყიდონ სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა არანაკლებ 5 ჰექტარი და მაქსიმუმ 100 ჰექტარი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სერიოზული საინვესტიციო წინადადებების პირობებში საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს უფლებას, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხელი შეუწყოს და დართოს ნება, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების დეტალური შესწავლის შემდეგ ფლობდნენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწებს”, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დაბალანსებული მოდელია, რომელიც ერთი მხრივ, საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მეორეს მხრივ კი უცხოელი ინვესტორების უფლებებს იცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42