გიორგი კვირიკაშვილმა ,,დელტას" წარმოება დაათვალიერა
პოლიტიკა - 16:13, 19 Sep, 2014     2952
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ (სსსტც) "დელტას" ესტუმრა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, გიორგი კვირიკაშვილმა ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ერთი, დიდგორი ორი, დიდგორი სამი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ,,ლაზიკა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, სამოქალაქო თვითმფრინავი ,,ტამ-ჯეტი,, სამოქალაქო თვითმფრინავი ,,ელიტ-ჯეტი", ინტეგრირებული ქსელების მანქანა და ,,დელტას" მიერ წარმოებული სხვა საბრძოლო თუ სამოქალაქო ტექნიკა დაათვალიერა.
მინისტრმა უახლოეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოება მოინახულა და ,,დელტას" მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერს სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში მეგზურობა ,,დელტას" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უჩა ძოძუაშვილმა გაუწია. ,,დელტას" მენეჯმენტმა ვიცე-პრემიერს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.
,,დელტას სიმდიდრე ის ადამიანები არიან, რომლებიც აქ მუშაობენ. ჩვენი ვალია ისინი შევინარჩუნოთ და მათი პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, სსსტც "დელტას" შემადგენლობაშია შემდეგი სამეცნიერო ინსტიტუტები და კომპანიები: სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ინსტიტუტი "ოპტიკა"; გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტი; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი, შპს "თბილავიამშენი" და შპს "დელტა ინტერნეიშენელი".
სსსტც "დელტას" პროდუქცია, ძირითადად, საქართველოში იყიდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42