იარაღის წვდომაზე მთავრობა წესებს ამკაცრებს. „იარაღის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით თანახმად, იარაღზე წვდომა 23 წელს ზემოთ იქნება შესაძლებელი.
„მთავრობა თვლის, რომ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდას უნდა აინტერესებდეს სწავლა, დაოჯახება, პროფესიული კარიერა და არა იარაღის ფლობა. სანადირო იარაღის შემთხვევაში ჩვენს ჩავდებთ დათქმას, რომ ახალგაზრდას, რომელსაც არ მიუღწევია 21 წლის ასაკისთვის, მშობელთან ან სხვა უფროსთან ერთად საშუალება ჰქონდეს, სანადირო საქმიანობას მისდიოს, თუკი ეს მის ინტერესებში იქნება. ყველა ის პირი, რომელსაც იარაღზე წვდომის ნებართვა სურს, ამიერიდან ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა, რომელიც თეორიული ცოდნის გარდა, იარაღის გამოყენების წესების ცოდნასაც ითვალისწინებს. ის შემოწმდება ასევე პიროვნულადაც იმისთვის, რომ ნებართვა მისი სანდოობის და ფსიქოლოგიური თავისებურების მიხედვით გაიცეს”, - განაცხადა წულუკიანმა.
ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში შევიდა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ეხება, გამკაცრდა და ჯარიმა აღარ იქნება სანქცია. ამიერიდან პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს ან შეინახავს იარაღს, მაქსიმალურ სასჯელად, სამის მაგივრად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებს", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






