აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირებაა - თამაზ ხუბუა აფხაზთა კრებას უერთდება
პოლიტიკა - 14:35, 19 Sep, 2014     2078
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირებაა. დეპუტატი თამაზ ხუბუა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია არაკანონიერად არის არჩეული. 27 სექტემბერს აფხაზთა კრება იმართება, სადაც ერთ-ერთი საკითხი, სწორედ აფხაზეთის მთავრობის გადადგომა იქნება. „ნიუპოსტი“ დეტალებზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ თამაზ ხუბუას ესაუბრა.

„აფხაზეთის კრება 27 სექტემბერს 12:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება. ამ კრების ორგანიზატორია მოძრაობა „დაბრუნება“, ასევე არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები. მე როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მათ და თუ ორგანიზატორები ჩათვლიან, რომ ჩავერთო ამ კრების ორგანიზაციულ და აკადემიურ დონეზე ჩატარებაში, სიამოვნებით მივიღებ ამ გამოწვევას.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ამ კრებას დაესწრნენ აფხაზეთის სამთავრობო და უმაღლესი საბჭოს წევრები, რამეთუ მოსალოდნელია სხვა საკითხებთან ერთად დაისვას დევნილთა სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობის ეფექტიანობიის გაზრდის და შემდგომი რებრენდინგის საკითხები. ამიტომ არც ერთი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა იყოს. ასე, რომ მე კრებას სრულ მხარდაჭერად ვუცხადებ და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მასში“, - აცხადებს ხუბუა.

მისი თქმით, კრებაზე განხილული იქნება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დევნილობაში არჩევნების ჩატარების საკითხი, რომელსაც ხუბუა მხარს უჭერს.

„როგორც უკვე ავღნიშნე კრებაზე, დიდი ალბათობით სხვა საკითხებთან ერთად დაისმევა ახლანდელი მთავრობის გადადგომის საკითხი და მეორე, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დევნილობაში არჩევნების ჩატარების საკითხი. მე პირველს იმთავითვე ვუჭერდი, რადგან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნულია კონსტიტუციის უხეში დარღვევით და ამაში უმაღლეს საბჭოსაც მიუძღვის გარკვეული ბრალი. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს დევნილობაში არჩევნების ჩატარებას, ამ საკითხს მხარს ვუჭერ. მინდა გითხრათ, რომ მხარს ვუჭერ ყველა იმ კონსტიტუციუს ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმაციის მკაცრ და მაღალხარისხიანი დაცვის პირობებში არჩევნებში ჩატარების შესაძლებლობას“, - აცხადებს ხუბუა.

კითხვაზე, ხომ არ ჰყავს საკუთარი კანდიდატი, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერდა, ხუბუა ამბობს, რომ „ამ საკითხს არ განიხილავს“.

„მიმაჩნია, რომ მთავრობის ხელმძღვანელი კონსტიტუციის დარღვევით არის არჩეული და მისი დანიშვნის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მასზე მორგებული ნორმატიული აქტები მიიღო იმისათვის, რომ ის ადგილზე დაემაგრებინათ.ამ ყველაფერს მოჰყვა ნეპოტიზმის, მაავნებლობის, ხელისუფლების უზურპაციის ნიშნის მატარებელი ქმედებები უმაღლესი საბჭოს შიგნით. თუმცა ის, რომ ჩემი კანდიდატურა მყავდეს, ამ საკითხს არ განვიხილავთ, - განაცხადა ხუბუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42