„საქართველოს თავადაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოში ყოფნისას გააჟღერა.
“ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მათ შორის, ერთ-ერთია ვერტმფრენების გადმოცემა-შესყიდვის საკითხი, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება, რადგან ვავითარებთ მობილური, სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობის მქონე ჯარს. იქ არის სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც უახლოეს პერიოდში ველოდებით. ვერტმფრენების გადმოცემა-შესყიდვა შესაბამისობაშია ჩვენი საჰაერო პარკის განახლება-განვითარებასთან”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






