საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ვინც მიცნობთ იცით არ ვარ ბოღმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მოკრძალებულად ვიკითხო... მაინტერესებს. რამდენიმე წლის განმავლობაში რომ მირეკავდნენ და მთავაზობდნენ ლექციების წაკითხვას, ეს იყო როცა აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი და მერეც, რა საინტერესოა რა მოხდა? იმას აღარ ვამბობ რამდენიმე რომ შემეხმიანა და ბოლოს იმით დამთვარდა "იმასთან" როგორი ურთიერთობა გაქვსო, არავისთან არ მაქვს ამ დროს ცუდი ურთიერთობა, იმას როგორი ურთიერთობა აქვს ეგაა ახლა გადამწყვეტი თურმე.. არა, განა რამე მიკვირს აღარაფერი აღარ მიკვირს, უბრალოდ სადაც ვიყავი ეს დაყოფა ჩემთვის ძალიან უცხო იყო და არასდროს არ მქონია... არასდროს... ეს უკვე გავიგე რომ და მითხრეს გასაგებად რაღაც სიაში ვარ ტელევიზიაზე არ ვიოცნებო... გავიგე ამხანაგებოო გავიგე“, - წერს მანანა მანჯგალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






