„მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ კურსდამთავრებულებს, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი, კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. თქვენთან ერთად, სტუდენტებთან ერთად ვიზიარებ დღევანდელი წარმატების სიხარულს და გარკვეულ სევდასაც, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დღეს ტოვებთ GIPA-ს. მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დაგილოცოთ გზა და კიდევ ერთხელ მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს ის, რომ თავისუფლების სულისკვეთების მატარებელი ადამიანების კიდევ ერთი პლეადა უერთდება საქართველოს მშენებლობის პროცესს. გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას!“ - განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გიორგი მარგველაშვილს სიმბოლური ჯილდო - GIPA-ს სამკერდე ნიშანი გადასცეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, აშშ-ის ელჩი საქართველოში ბ-ნი რიჩარდ ნორლანდი და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები






