საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აშში-ს სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს, უკრაინას და მოლოდვას ნატო-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი მიენიჭებათ.
ზალკალიანმა იმ პროცედურებზე ისაუბრა, რომლის გავლის შემდეგ რეზოლუცია იქნება სავალდებულო.
„იმისთვის, რომ რეზოლუციამ საბოლოო სახე შეიძინოს, კიდევ ბევრი პროცედურაა გასატარებელი. ის ჯერ წარმომადგენლობით პალატაში უნდა გადაიგზავნოს, ამის შემდეგ დაბრუნდეს სენატში და შემდეგ გადაიგზავნოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში გახდება რეზოლუცია სავალდებულო. გამომდინარე იქიდან, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობას, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თავის დროზე იქნება შესრულებული. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კანონპროქტის თანახმად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის პრიორიტეტულობას.
მასალის გამოყენების პირობები






