რაფალიანცის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა
პოლიტიკა - 19:47, 18 Sep, 2014     1894

ბარბარე რაფალიანცის საქმეზე კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობა საკანონმდელო ორგანოში დეპუტატების მწვავე გამოსვლების ფონზე მიმდინარეობდა.

საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე განცხადებები საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა, გიორგი ღვინიაშვილმა, გიგი წერეთელმა, პავლე კუბლაშვილმა, ხათუნა გოგორიშვილმა და სხვებმა გააკეთეს.

„დღეს წავიკითხე პრემიერის განცხადება, რომელიც ნამდვილად შემაძრწუნებელი და საგანგაშოა. ჩავთავალე, რომ ეს არის სიგნალი, რომ ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრები უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე გეკითხებით ადამიანურად და მარტივად, რა უდგას წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უბრალოდ გააკეთოს განცხადება, რომ ის ამ საქმეს გამოიძიებს. თურმე მე რომ ამ საქმის გამოძიებას ვითხოვ, ეს უზნეობაა. თურმე უზნეობაა ის, რომ ამ საქმეში ინტერესი აქვს ამ ოჯახს. როგორც ოჯახს არ უნდა აინტერესებდეს სიმართლე საქმეზე, როცა მათ 10 თვის ბავშვი მოუკლეს?! მე ხომ პირდაპირ დამაბრალეს ამ ბავშვის მოკვლა, მაგრამ ამის მიუხედავად, მე არავისთვის ხელი არ დამიდია, რომ მე კი არა, შენ მოკალითქო. არავის ვაბრალებ, უბრალოდ ვითხოვ, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდეს. ფაქტია, რომ “ქართულმა ოცნებამ” და თქვენმა გუნდმა ეს საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეთ. ეს ხომ ყველამ ვიცით და დავინახეთ”, - განაცხადა ღვინიაშვილმა

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებებს უმრავლესობის წარმომადგენლებმა უპასუხეს. ზვიად ძიძიგურმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„მინდა გითხრათ, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” ჩვენს კოლეგებს თავიანთი გეგმა აქვთ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში შექმნან ისტერიული ფონი, რომ ყველა მიმართულებით კატასტროფა ხდება - ეკონომიკაში, განათლებაში და ა.შ. ამ გეგმის ნაწილია ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რასაც ეს ხალხი ითხოვს. მათ არც რაფალიანცის ოჯახი ენაღვლებათ, არც იპოთეკარები, არც დევნილები და არც საზოგადოების არცერთი ფენა, მათ თავიანთი გეგმა აქვთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სცენარია და თუ ჩვენ ვაპირებთ, მიხეილ სააკაშვილის სცენარით ცხოვრებას და პოლიტიკურად ვმართოთ ეს ქვეყანა, ასეთ შემთხვევაში დავუჭიროთ მხარი “ნაციონალურ მოძრაობის” გეგმას”, - განაცხადა ძიძიგურმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42