საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბარბარე რაფალიანცის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს.
„ეს იყო ძალიან არასწორი, როდესაც ამ ოჯახის და ამ ბავშვის ტრაგედია იქცა პოლიტიკური შეფასებების საგნად, თუ დღეს ისევ ამისი პოლიტიზირება მოხდება, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ იმ ადამიანების შეცდომას კიდევ უფრო გავაღმავებთ და უფრო ცუდს გავაკეთებთ. თუ პო
პროკურატრა ვერ იძიებს ამ საქმეს, ჩვენ მივიღებთ ამაზე ინფორმაციას და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. მაქიმამაურად უნდა მოვერიდოთ ამ საკითხის პოლიტიზირებას“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს სოფელ კოლაგში ქვევრში გარდაცვლილი ნახეს. საქმე ჯერჯერობით გამოძიებული არ არის. საპარლამენტო უმცირესობა რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






