გიორგი ვაშაძე ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე, პრემიერის პოზიციას პასუხობს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მხრიდან ნაციონალების თემით სპეკულირებაში დადანაშაულება უსამართლობაა. იმ ფონზე, როდესაც ბარბარე რაფალიანცის საქმე პირად პასუხისმგებლობზე აქვს აღებული და 2 წელია გამოუძიებელია.
„ღარიბაშვილის პირად პასუხისმგებლობაზე აღებული საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია და გვახსოვს როგორ აიღო თავის თავზე. ეს საქმე შედგება ორი კომპონენტისგან, ვინ ჩაიდინა ეს ქმედება, როგორ აღმოჩნდა ბავშვი ქვევრში და როგორ მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მეორე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იდგნენ და ამბობდნენ, რომ ბავშვის მკვლელებს არ მისცეთ ხმა თუ ვინმემ პოლიტიკურად ისარგებლა სამწუხაროდ ამით ისარგებლა „ქართულმა ოცნებამ“. სამწუხაროა პრემიერ-მინისტრის მხრიდან საუბარი 25 დღეზე, 2 წელი გავიდა და არანაირი წინსვლა ამ საქმეში არ არის, გარდა იმისა, რომ ახალი ფაქტები ირკვევა ადვოკატის მხირდან, სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საგამოძიებო კომისიი შექმნას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა უმცირესობის ინიციატივას, რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, სპეკულაცია უწოდა.
"ეს შემთხვევა მოხდა "ნაციონალების" დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






