„მე „ქართული ოცნებისთვის“ არასოდეს მიღალატია, ეს არის ჩემი სიცოცხლის შანტაჟის და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ჩაწერილი ჩანაწერი. ჩანაწერში რაზედაც არის საუბარი ეს არის დაშინებით, რომელიც მიმდინარეობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ მე მომკლავდნენ, მე ვიყავი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და ეს ჩანაწერი რაც არის გაკეთებული ეს არის ჩემს მიმართ მოწყობილი ჩვეულებრივი შანტაჟი. ეს არის ზაზა წოწელია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცემთან მეგობრობდა. წოწელიას უკან ეს ცემთვის უცნობია და ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ლალი ბიწოშვილმა.
16 სექტემბერს გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც, ორი წლის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ჩვილის, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი ამბობს, რომ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში დამნაშავე "ქართული ოცნებაა". ვიდეო 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი, დღეს კი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები






