„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პრემიერის განცხადებას პასუხობს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რაფალიანცის საქმით "ნაციონალები" სპეკულირებენ.
„რა უფლებით მეუბნება ეს ადამიანი რამეს ან პოლიტიკურ სპეკულაციაზე, ან უზნეობაზე, ან იმაზე, რომ თურმე კრიმინალი ვყოფილვარ!
სპეკულაცია და უზნეობა რომ ჩემთვის მისაღები იყოს, მაშინ უნდა მეკივლა ამათსავით, ივანიშვილის შეკვეთით ღარიბაშვილმა მოკლა ჩვილი ბავშვი-მეთქი.
სწორედ ეს რომ არ გვინდოდა, 2 წელი ვაცალეთ, რომ პირად კონტროლზე აყვანილი საქმე გამოეძიებინათ, არ გამოიძიეს, ახლა ადვოკატი ყვება, რომ ამ საქმეში სწორედ ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ უშუალოდ ჩართული, ჩვენ ვითხოვთ, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და იმან მაინც გამოიძიოს რაფალიანცის საქმე. მარტივად თქვან, შექმნიან ამ კომისიას თუ არა“, - წერს თაქთაქიშვილი „ფეისბუქზე“.
პრემიერ-მინისტრი უმცირესობის ინიციატივას, რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, სპეკულაციას უწოდებს.
მისი თქმით, ისინი ამ სპეკულაციაში ოჯახსაც რთავენ.
მასალის გამოყენების პირობები






