საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატის მიერ ინიცირებულ კანონპროქტს ეხმაურება, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
"საქართველოს ნომერ პირველი და სტრატეგიული პარტნიორი ისედაც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ამაში ახალი არაფერია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აშშ-ის სენატის მიერ ინიცირებული კანონპროქტი თანახმად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის პრიორიტეტულობას.
კანონპროექტის განხილვა სენატში დღეს, იგეგმება. დღესვე აშშ-ის კონგრესში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლა.
მასალის გამოყენების პირობები






