"ქობულეთის მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის საგანგაშო გამოხატულებაა"
პოლიტიკა - 13:13, 18 Sep, 2014     1720

სახალხო დამცველის აპარატი რელიგიურ ნიადაგზე ქობულეთში მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, აღნიშნული მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა.

„მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების უფლება და რელიგიის თავისუფლება.

აქციის მონაწილეებს, ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ შესასვლელი გზა და მოსწავლეებს არ ეძლევათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა. სახალხო დამცველის რწმუნებული ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდება და სწავლობს ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს. ადგილობრივი მუსლიმების განმარტებით, მოსახლეობის ერთი ჯგუფის შეუწყნარებელი ქმედებები პანსიონის გახსნის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში მხარეთა შორის დიალოგით შემოფარგვლა საკმარის პირობას არ წარმოადგენს სიტუაციის განმუხტვის, მუსლიმთა შელახული უფლებების აღდგენის, დისკრიმინაციის დაძლევისა და შეუწყნარებლობის პრევენციისათვის. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა ზომას მიმართონ საიმისოდ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში უზრუნველყონ მუსლიმი მოქალაქეებისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა, რეაგირება მოახდინონ მათ წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე და მათთვის გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

2014 წლის 10 სექტემბერს, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მდებარე მუსლიმთა პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლელთან დაკლეს ღორი და მისი თავი პანსიონის კარზე მიამაგრეს. ადგილობრივი მართლმადიდებლები დღემდე ეწინააღმდეგებიან პანსიონის ამოქმედებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42