თბილისსა და მოსკოვს შორის, რეგულარი ავიამიმოსვლის აღდგენას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე უარყოფითად აფასებს.
„ვფიქრობ, ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების თვითმიზანი იყო. რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელთანაც შეიძლება გარკვეული ურთიერთობის გაღრმავება მისთვის ძალიან ძნელ დროს გახლავთ საქართველოს“, - აცხადებს თევდორაძე.
თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარი ავიამიმოსვლა აღსდგა, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე www.favt.ru გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას საფუძველზე ავიამიმოსვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან აღსდგა. თუმცა რეგულარული რეისები თბილისსა და მოკოვს შორის, ჯერ არ შსრულებულა და ბილეთების გაყიდვა ამ დრომდე არ მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






