თბილისსა და მოსკოვს შორის, რეგულარი ავიამიმოსვლის აღდგენას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე დადებითად აფასებს.
„მისასალმებელია ეს ფაქტი, ყველამ ვიცით რამდენი ადამიანი ცხოვრობს მოსკოვში და რამდენ მის ახლობეს და ნათესავს სჭირდება მიმოსვლა... აღარაფერს ვამბობ ბიზნესზე. როცა ეს ამოქმედდება და ოფიციალური წერილი იქნება გამოგზავნილი ეკონომიკის სამინისტრო და ავიაციაც საქმის კურსში ჩადგება. რაც შეეხება იმას, რომ არ დაიჩაგრონ ქართული ავიატორები, ამაზე უნდა იყოს პარიტეტი დაცული, როგორც ეს საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარი ავიამიმოსვლა აღსდგა, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე www.favt.ru გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას საფუძველზე ავიამიმოსვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან აღსდგა.
მასალის გამოყენების პირობები






