არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები რუსთავის #6 ციხეში პატიმრის გარდაცვალების მიზეზევის დაუყოვნებლივ დადგენას ითხოვენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად და სისტემის გამართული მუშაობისთვის მათთვის ციხეებში რეგულარული მონიტორინგის უფლებას ითხოვენ.
„თუ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით არის რაიმე ეჭვი, რომ შეიძლება ეს არ იყოს თვითმკვლელობა, ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც წლების განმავლობაში ამ თემაზე კარგი გამოცდილება აქვთ, უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მონიტორინგი გაუწიონ ციხეს და იქ არსებულ პრობლემებს“, - აცხადებს კოჟორიძე.
რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმარი 17 სექტემბერს გარდაცვლილი იპოვეს. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წინასწარი მონაცემებით, მსჯავრდებულმა საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მასალის გამოყენების პირობები






