საგარეო უწყებიდან გვქონდა ინსტრუქცია, რომ გაეროში პრემიერი ჩამოდიოდა - კახა იმნაძე
პოლიტიკა - 22:56, 17 Sep, 2014     3271
გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე გაეროში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დაგეგმვასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს. როგორც იმნაძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, მას გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია. ელჩი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტოდან იყო ინსტრუქია, რომ გაეროში კლმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერმინისტრი ჩადიოდა.

"კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ საკითხზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია. მისია არ არის დამოუკიდებელი ერთეული, ის არის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული. ჩვენ ვმოქმედებთ ინსტრუქციის შესაბამისად, რაც მოგვდის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მას შემდეგ, რაც სამინისტროდან მოგვდის დასტური დელეგაციის მონაწილეობის შესახებ, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის მუშაობას. კლიმატის ცვლილებების სამიტთან დაკავშირებით გვქონდა ინსტრუქცია, რომ გენერალურ დებატებზე პრემიერი ჩამოდიოდა, რომელიც ასევე ღებულობდა მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში, რომელიც წინ უძღვის გენერალურ დებატებს. წარდგენილი იქნა საქართველოს დელეგაცია პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით იმ ინსტრუქციის შესაბამისად, რაც მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მისიას არ აქვს ურთიერთობა პირდაპირ არც ერთ უწყებასთან. ეს არის შიდა ინსტრუქცია, ყველა კომუნიკაცია საზღვარგარეთ ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ახალახან დავუდასტურეთ გაეროს პრეზიდენტის მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც იგეგმება ორ თვეში ვენაში", - განაცხადა იმნაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42