"ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის ჩამორჩენის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება"
პოლიტიკა - 19:13, 17 Sep, 2014     1497

"პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის ჩამორჩენის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება", - ამის შესახებ გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა წყაროს (ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი) რომელიც აცხადებს, რომ ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილამდე 2014 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება, ვინაიდან, ყველასათვის (მათ შორის განცხადების ავტორისთვისაც) ცნობილია, რომ 2014 წლამდე ჩქროსნული გზის რიკოთის უღელტეხილთან დამაკავშირებელი ბოლო ორი მონაკვეთის პროექტირებაც კი არ იყო დაწყებული. აღნიშნული მონაკვეთები ყველაზე რთული ობიექტებია და მათი მშენებლობისათვის დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო, რაზეც ამ დროისათვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

• აგარა–ზემო ოსიაურის 12 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის IV პროექტი შედგება სესხისაგან და კრედიტისაგან (№5245 და კრედიტი №8263), ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი არის 2013 წლის ივნისი;

• ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 13 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობაზე სასესხო მოლაპარაკებები დაგეგმილია 2015 წლისათვის, ამ ეტაპზე ზემო–ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთზე ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების პროექტი მზადდება. აღნიშნული მონაკვეთის დეტალური პროექტირება ოქტომბრიდან დაიწყება.

• ჩუმათელეთი – რიკოთის გვირაბის მონაკვეთის მშენებლობის სასესხო მოლაპარაკების თარიღი სავარაუდოდ 2016 წელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია რის საფუძველზე ავრცელებს წყარო არასწორ ინფორმაციას, როდესაც რეალური მონაცემები საწინააღმდეგოს ადასტურებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. დღეის მდგომარეობით, მშენებლობის 3 კვარტლის ბიუჯეტიდან (220მლნ. ლარი) 157 მლნ ლარია ათვისებული, რაც ამ პერიოდში ასათვისებელი თანხის 71%–ს შეადგენს.

თუ შევადარებთ გასული წლების ანალოგიურ პერიოდს, 2013 წელს მშენებლობის პროექტების 3 კვარტლის ბიუჯეტი (213 მლნ. ლარი) 56%–ით შესრულდა, რაც 130 მლნ. ლარს შეადგენს; 2012 წელს მშენებლობის 3 კვარტლის ბიუჯეტიდან (213 მლნ. ლარი) 50% იქნა ათვისებული (106 მლნ. ლარი), 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით 3 კვარტლის ბიუჯეტის (205 მლნ ლარი) შესრულებამ შეადგინა 55% (113 მლნ.ლარი).

2014 წლის ბოლომდე მოძრაობის გახსნა დაგეგმილია ჩქაროსნული მაგისტრალის 40 კმ–ზე მეტ მონაკვეთზე, როდესაც 2013 წელს მოძრაობა 15.4 კმ–ზე, ხოლო 2012 წელს 1.5 კმ–ზე გაიხსნა. ამ ეტაპზე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე სამშენებლო აქტივობა 7 მონაკვეთზე, ჯამში 131 კმ. გზაზე მიმდინარეობს. ესენია: რუისი–აგარის, აგარა–ზემო ოსიაურის, ქუთაისის შემოვლითი, ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის, ზესტაფონი–ქუთაისის, ქობულეთის შემოვლითი–ჩაქვისა და სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთები.

წელს დასრულდება: რუისი–აგარის 11 კმ–იანი, ქუთაისის შემოვლითი გზის – 17.3 კმ–იანი და ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის 14 კმ–იანი მონაკვეთების მშენებლობა.

2015 წელს დამთავრდება: რუისი–აგარის 19 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი (სრულად), ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის 10 კმ–იანი და ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კმ–იანი ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა.

2016 წლის ბოლოს დასრულდება აგარა–ზემო ოსიაურის 12 კმ–იანი, ქობულეთის შემოვლითი–ჩაქვის 19.2 კმ–იანი და სამტრედია–გრიგოლეთის 11.5 კმ–იანი მონაკვეთების მშენებლობა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ვინაიდან, ვახორციელებთ ისეთ პროექტებს რაც ქვეყანას წარმატებას მოუტანს. შესაბამისად, ჩვენ ვართ ხარისხიან შედეგზე ორიენტირებული. არ ვართ დაკავებული პოპულიზმით. ვასახელებთ პროექტების დასრულების გონივრულ და ოპტიმალურ ვადებს, რაც გამორიცხავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ან არარეალური მოლოდინის იმპროვიზირებას.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას კიდევ ერთხელ უცხადებს, რომ წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი პროექტი ხარისხიანად განხორცდიელდება და საბიუჯეტო სახსრები სრულად იქნება ათვისებული", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42