„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება და ხელისუფლება მოსახლებას ამას უმალავს.
ბურჯანაძე კვლავ რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო ვერ შეძლებს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელებას.
„ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და პრეზიდენტი კინკლაობით და ნაცრის ქექვით არიან დაკავებული. ნატო-ს სამიტზე დავინახეთ, რომ პირდაპირ დასამარდა ის მოლოდინი, რაც ჰქონდა მოსახლოებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ვერ შეძლებს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელებას, თუ ჩვენ არ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები რუსეთთან. ყველა ამ ამოცანის შესრულებას ქვეყანაში შეძლებს ერთადერთი პოლიტიკური ძალა - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






