„ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს საფრთხე ემუქრება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით არა მხოლოდ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები, არამედ მოსკოვი მუშაობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე უმრავლესობის და უმცირესობის წევრებმა ეს თემა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განიხილეს.
„ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ დევნილები თავის საცხოვრებელ სახლში უნდა დაბრუნდნენ, რომ უნდა იქნეს ყველას უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. ასევე, უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე. ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ამასობაში ვხედავთ მცდელობებს, არა მხოლოდ ცხინვალიდან და სოხუმიდან, არამედ პირველ რიგში მოსკოვიდან, რომ ამ პროცესს ჩრდილი მიადგეს, ან სულაც შეწყდეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






