საკანონმდებლო ორგანო თბილისის პარლამენტისთვის ავტოსადგომის ყიდვას გეგმავს, რომელიც დაახლოებით მილიონ 500 ათასი ლარი დაჯდება.
საუბარია პარლამენტის გვერდით მდებარე მრვალსართულიანი შენობის ავტოსადგომზე. აღნიშნულ საკითხს პლენარულ სხდომაზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, ვინაიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი დაუშვებელია, რომ თბილისის პარლამენტისთვის ავტოსადგომი იყოს შესყიდული.
„დღეს შემოვიდა დადგენილების პროექტი, რომის მიხედვით პარლამენტი მილიონ 500 ათას ლარს იკლებს იმისთვის, რომ თბილისში დამატებითი ავტოსადგომის შეძენა განახორციელონ. ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ხელი აიღონ ამ გადაწყვეტილებისგან და აღნიშნული თანხები სოციალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდეს“, - ამბობს უმცირესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი.
უმრავლესობა უმცირესობის არგუმენტებს არ იზიარებს.
„იქვე გვერდით არის შენობა, რომელსაც აქვს პარკინგი. თავის დროზე ამ მშენებლობის ნებართვა გაიცა იმ პირობით, რომ პარკინგის შეძენის უფლება ჰქონოდა პარლამენტს. დღეს ეკონომიკის სამინისტრო გახლავთ ეკონომიკის განმკარგველი. ეს თანხა პარლამენტის დაფინანსებიდან გამოიყოფა“, - განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ ებანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






