,,პატიებას ვითხოვ საზოგადოებისგან“ - დავით ზალკალიანი
პოლიტიკა - 17:26, 17 Sep, 2014     5883

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ,,ფეისბუქის“ გევრდზე საგანგებო განცხადებას აკეთებას და მისი ემოციური გამოსვლის გამო, საზოგადოებას პატიებას სთხოვს.

,,ნიუპოსტი“ მინისტრის მოადგილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ნება მომეცით, ბოდიში მოგიხადოთ იმ ემოციური გამოსვლისთვის, რომელიც დღეს მქონდა რუსთავი 2-ის ეთერში. ნამდვილავ ვერ წარმოვიდგენდი,თუ ამ ფორმით მომიხდებოდა განმარტებების გაკეთება საზოგადოებისთვის, რომელიც მართლა დაიღალა ამ უსგავსოებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით.

ყოველთვის თავს ვიკავებდი ამ თემაზე კომენტარების გაკეთებისგან, რადგანაც ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და უაღრესად სენსიტიურ საკითხს ეხებოდა. თუ ჟურნალისტები არ დასვამდნენ კითხვას, საკუთარი ინიციატივით არასდროს მისაუბრია ამ საკითხზე. მაგრამ გუშინდელი რუსთავი 2-ს ეთერით გასული სიუჟეტის შემდეგ, თავი ვერ შევიკავე, რადგანაც ყველა ეთიკური ნორმის დარღვევით, უსამართლოდ მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია. დეტალებზე აღარ შევჩერდები, ყველაფერი ჩემს კომენტარშია ნათქვამი.

მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს. ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან რთულია. უამრავი მოლაპარაკებები მიმყავდა და მიმყავს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ხშირ შემთხვევაში პარტნიორების მხრიდან იყო და არის მცდელობა ამოგაგდოს მოლაპარაკების პროცესიდან სხვადასხვა ხრიკებით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ სირთულეს აქამდე წარმატებით ვართმევდი თავს. იმედია, მომავალშიც გავართმევ.

მაგრამ გუშინდელი სიუჟეტის მერე ვერ ავიტანე უტიფარი ტყუილების კასკადი, სამინისტროს მთელი შემადგენლობის შეურაცხყოფა. ყველამ კარგად მინდა გაიგოს - საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ჩემი ოჯახი, სადაც ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი (22 წელი) მაქვს გატარებული. მე ამ სამინისტროში ვმუშაობდი უმაღლესი მორალის, ზნეობის და პროფესიონალიზმის ადამინებთან. მხოლოდ ორ მათგანს დავასახელებ (იმედია სხვებს არ ეწყინებათ) ლევან მიქელაძე და გიგა ბურდული. ამ ადამიანების ფასეულობებს ვიზიარებდი, მათ გვერდით გავიარე დიპლომატიური სკოლა. არასდროს თანადებობა და ვინეს მიმართ ერთგულების დამტკიცება არ ყოფილა ჩემი მიზანი. ყოველთვის ერთგულად ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ინტერესებს და ვიცავდი მის სახელმწიფოებრიობას.

2009 წელს გადავდექი ძალიან კომფროტული - ელჩობის თანამდებობიდან და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავერთე პოლიტიკაში, რაც მართალი გითხრათ, არ იყო ჩემი დიდი სურვილი. მაგრამ მე გვერდში დავუდექი ჩემს სათაყვანებელ უფროს მეგობარს და დიდი დიპლომატ ლევან მიქელაძეს - ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილთან, ვიკა დოლიძესთან, ნინო გოგუაძესთან და სხევბთან ერთად. უფრო ადრეც ვაპირებდით გადადგომას 2007 წლის 7 ნოემბერს, მაგრამ მაშინ ლევან მიქელაძემ გვთხოვა, არ გადაგვედგა ეს ნაბიჯი, რადგანაც მაშინ ყველა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს ვასრულედით და მას მიაჩნდა, რომ ეს ჩამოშლიდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.

ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, საგარეო მიმართულებით ყოველთვის ისეთ განცხადებებს ვაკეთებდით, რომ ზიანი არ მიგვეყენებინა ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნურავის ეგონება, რომ დღევანდელი ჩემი ემოციური განცხადებები რამის დასამტკიცებლად გავაკეთე. მე მხოლოდ ჩემ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები მამოძრავებს.

კიდევ ერთხელ მომიტევეთ და პატიებას ვითხოვ საზოგადოებისგან!“, - წერს დავით ზალკალიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42