რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით, ევროკავშირის ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუშლის- ამის შესახებ ლავროვმა ესპანეთის გაზეთ „ელ პაისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა ჯერ არ გასცდენია ზღვარს, რის შემდეგაც კურსის შეცვლა შეუძლებალია.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სანქციების შემოღებით ევროკავშირი კიევს მხარდაჭერის პირდაპირ სიგნალს უგზავნის. ლავროვის თქმით, მას სჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობის არათუ კონფლიქტამდე ვითარების დონეზე აღდგენა, არამედ მისი განვითარებაც. საამისოდ, ლავროვის განმარტებით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ბოლოსდაბოლოს ყური უნდა დაუგდონ რაციონალურ მსჯელობას და ბოლო მოუღონ სანქციების "უაზრო" ციკლს.
მასალის გამოყენების პირობები






