დეპუტატების აღელვება საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას მოყვა. კერძოდ გივი თარგამაძემ საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა და ბოლო პერიოდი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა.
„არაუშავრს რომ ის ცუდად მეტყველებს, პირობას გაძლევთ, რომ არ დავცინებთ მას ისე როგორც თქვენ დასცინით ხოლმე, პარლამენტში სტუმრობისას. მით უმეტეს მგონია თქვენც აღარ დასცინებთ, ვინაიდან თქვენმა ფორმარულმა მეპატრონემ განაცხადა რომ ის თავადაც ცუდად მეტყველებს და ეს მხოლოდ ზედმეტი წესიერების ნიშანია. ერთადერთი შენიშვნა რაც ჭიკაიძემ ივანიშვილის მხრიდან მიიღო ხელში დანა არ ატრიალოს, ამ ხელს ალბათ ბატონი ჭიკაიძე სხვა რამით დაიკავებს. თქვენი სიჯიუტე კი საბოლოო ჯამში კრიმინალურ სიტუაციას მიიყვანს იმ დონემდე რომც მოინდომოთ უკვე ვეღარ გააკონტროლებთ“, -ასე მიმართა უმრავლესობას, საპარლამენტო სესიაზე გივი თარგამაძემ.
გივი თარგამაძეს უმრავლესობის წევრებიდან პასუხი ვიქტორ დოლიძე გასცა და მას სინდისიერებისკენ მოუწოდა.
„მე რომ შენი ვიყო გივი მე ამდენს არ ვილაპარაკებდი, ცოტა სინდისი შემაწუხებდა მაგრამ სად გაქვს შენ სინდისი. ხო ჩუმად იყავი მეთქი, მე გისმენდი, რომ ლაპარაკობდი. უხერხულია უკვე. ეს ხალხი რომ საუბრობს. ჯობია რაც შეიძლება მეტი ისაუბრონ, იმიტომ რომ, ხალხს დასკვნა გამოაქვს, მაგრამ არის რაღაც დონე, რასაც არ უნდა გადაცდე. სირცხვილია ელემენტარულად“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების წევრმა“ ვიქტორ დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






