პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დავით ზალკალიანის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, პრეზიდენტის შეხვედრებზე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთან ინფორმირებული იყო ფინანსთა სამინისტრო და ყველა სხვა უწყება, რომელსაც ეს საკითხი ეხებათ.
"პრეზიდენტს 26 სექტემბერს ვაშინგტონში დანიშნული ჰქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან. ამასთან დაკავშირებით მქონდა კომუნიკაცია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
როგორც ფინანსთა სამინისტრო, ისე ყველა შესაბამისი უწყება აღნიშნული შეხვერების თაობაზე ინფორმირებულები იყვნენ. უფრო მეტიც, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია საქართველოს ურთიერთობის შესახებ მსოფლიო ბაკთან. ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში ეს ინფორმაცია მომივიდა, ხოლო ფინანსთა სამინისტროდან მოვიდა დასტური, რომ ინფორმაციას გადმოგვიგზავნიდნენ, თუმცა ვიზიტის გაუქმების შემდეგ თავად მივმართეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია აქტუალური აღარ იყო“,- განაცხადა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






