საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებას შორის არსებული მიმოწერის გასაჯაროება ადასტურებს იმას, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის არ არსებობს თანამშრომლობა.
"ეს არის არა კომუნიკაციის პრობლემა, არამედ არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ერთი და იმავე გუნდის პრეზიდენტი და მთავრობა, ასე არიან დაპირისპირებული ერთმანეთთან, როდესაც ვუსმენდი ამ მიმოწერას, ეს ნამდვილად იყო რაღაც კომიკური ჟანრის ნაწარმოები, რომ არა ერთი გარემოება ეს ყველაფერი ეხება ჩევნს ქვეყანას და ეს ყველაფერი აჩენს ძალიან დიდ პრობლემას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ვის სახელზეც არ უნდა მოსულიყო მოწვევა აქ მთავარი არის საქართველოს კონსტიტუცია. მმართველი კოალიცია განმარატავს, რომ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი არის პრემიერ-მინიტრი და ამიტომ აუცილებელია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წასულიყო იარაკლი ღარიბაშვილი.
„არავითარი პრობლემა არ არსებობს, ვფიქრობ ვინც ამ თემის კიდევ გაგრძელებას, მუსირებას და დასკანდალებას აპირებს, იმათ კარგად იციან, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ნებისმიერ დონეზე ესეთი გასვლა, შეხვედრა და მოლაპარაკება პრეზიდენტის მიერ უნდა მოხდეს. ვინც არ უნდა იყოს ის. მარგველაშვილში არ არის აქ საქმე. რასაკვირველია, გიორგი წესიერი კაცია, სწორი ხედვები აქვს, მაგრამ აი ამ თემასთან დაკავშირებით უცილებლად მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. მთავრობამ გადაწყვიტა ისე როგორც პრაქტიკულად უკეთესი იყო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






