საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილზე დავით ზალკალიანი პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთირთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძეს არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს. როგორ „რუსთავი 2“-თან საუბრისას ზალკალიანმა განაცხადა კითხვა თუ რატომ ჩაიშალა პრეზიდენტის ვიზიტი გაერო-ში ეკუთვნის თენგიზ ფხალაძეს და არა - საგარეო უწყებას.
„როდესაც ხელის გამოშვერა ხდება, რომ ვიზიტი არის ჩვენს მიერ ჩაშლილი, ეს არის კატეგორიულად მიღებელი და უპასუხისმგებლო განცხადება. ეს არის არაკომპეტენტურობის გამოვლინება იმ ადამიაბისგან, ვინც პრეზიდენტის საგარეო ვიზიტების დაგეგმვაზე მუშაობენ. არ შეიძლება ვიზიტის დაგეგმვა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით.
მე ვამბობდი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მუშაობდა გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტზე, ის მუშაობდა პრემიერის ვიზიტზე. ჩვენ ვერ ჩავშლიდით პრეზიდენტის ვიზიტს გაერო-ში. თუ რატომ ჩაიშალა ვიზიტი ეს თენგიზ ფხალაძეს ჰკითხეთ. მან ეს კარგად იცის. საერთოდ, ვიზიტი შედგება, იმ შემთვევაში როდესაც ორივე მხარის თანხმობაა. ერთია სურვილია, რომ გაემგზავრო და მეორე - სურვილი მიმღები მხარის, რომ მიგიღოს. დანარჩენი ჰკითხეთ თენგიზ ფხალაძეს. როდესაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოდიოდა გვეთანხმებოდა, მაგრამ როგორც ჩანს პრეზიდენტთან სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიჰქონდა, ან შელამაზებული ინფორმაცია მიჰქონდა. ამან მიგვიყვანა ამ სავალალო შედეგამდე“, - აცხადებს ზალკალიანი.
მასალის გამოყენების პირობები






