როგორ შეიძლება გაერო-ში არ სცოდნოდათ ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი - ფხალაძე ფანჯიკიძეს
პოლიტიკა - 12:39, 17 Sep, 2014     2424
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ 25 თებერვლით დათარიღებული წერილი გაერო-ს გენერალური მდივნის ხელმოწერით გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა - მიხეილ სააკაშვილის სახელზე.

„ჩვენთვის გაუგებარია ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ – როგორ შეიძლება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფორუმზე, გაერო-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვის გასვლის შემდეგ არ იყოს ინფორმაცია მიწოდებული იმის შესახებ, რომ შეიცვალა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი. მით უფრო გაუგებარია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ დათარიღებულია სწორედ 25 თებერვლით, გამოგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის ხელმოწერით და გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს გამოგზავნილი მოწვევა ჩვენ მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ 11 ივნისს და ამის მერე კიდევ უფრო გაუგებარია, რომ როდესაც ჩვენ გავეცით პასუხი და გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის წერილი გენმდივნის სახელზე, ამის მერე გვეუბნებიან იმას, რომ პრეზიდენტი არ უნდა გაემგზავროს ამ ღონისძიებაზე და ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე", - განაცხადა ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ გიორგი მარგველაშვილს გაერო-ს სამიტზე მოწვევა საგარეო უწყებამ დაგვიანებით მიაწოდა. როგორც ფანჯიკიძე განმარტავს, 14 მარტს საგარეო უწყებაში მოსული მოწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს შეატყობინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო, 30 მაისს ხელახალი მიწვევა მოვიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42