საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებას შორის კომუნიკაცია ე.წ. შუამავლის მეშვეობით ხორციელდებოდა.
კითხვაზე როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო უწყების ურთიერთობა, ზალკალიანი ამბობს, რომ ეს კომუნიკაცია რთულად წარმოუდგენია.
„კომუნიკაცია, სამწუხაროდ გვქონდა ე.წ. შუამავლების მეშვეობით, ამ შემთხვევაში ეს იყო თენგიზ ფხალაძე, აი ეს არის რეალობა და ეს არის სინამდვილე. როდესაც პრეზიდენტი არ ელაპარაკება საგარეო საქმეთა მინისტრს - ეს ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელია. იყო ქილიკი, რომ რაზე უნდა ისაუბრონ უელსის სამიტის დროს, როგორ? ნებისმიერ ფორმატით, როდესაც ქვეყნისთვის ესეთი მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხები წყდება, არ შეიძლება 2 სიტყვით დაელპარაკო შენი ქვეყნის, არამარტო საგარეო საქმეთა მინისტრს, 3 მინისტრი იყო იქ, არ შეიძლებოდა ამ თემაზე საუბარი?! იყო ამის საშულება და დრო. ეს არის რეალობა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შორის არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მინისტრი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა საჭიროდ არ ჩათვალა მისი დასწრება ისეთი ფორმატის შეხვედრებზეც კი, რომელიც თავისთავად დელეგაციის ხელმძღვანელისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის მონაწილეობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






