საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეთიკის ნორმებს ახსენებს. როგორც „კურიერთან“ საუბრისას ზალკალიანმა განმარტა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მათსა და საგარეო უწყებას შორის კომუნიკაციის შესახებ აცნობა, მან დაარღვია კოლეგიალობის ფორმა.
„როდესაც ორ უწყებას შორის კომუნიკაცია საჯარო ხდება ელემენტარული კოლეგიალობის ფორმა უნდა იყოს დაცული. როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია თქვენც გაძლევთ ამ მიმოწერას ჩვენს უნდა ჩაგვაყენოს საქმის კურსში. ვერ წარმოგვიდგენია როგორ უნდა გავაგრძელოთ მომავალში ურთიეთობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, როდესაც ეს ნდობა დაიკარგა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის მოადგილემ უარყო ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტი საგარეო უწყებამ ჩაშალა.
„გაერო-ს სამიტზე პირველი მოწვევა დათარიღებულია 25 თებერვლით, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ის არის შემსოსული 14 მარტს. ეს წერილი არის გამოგზავნილი ყოფილი პრეზიდენტის სახელზე. შეიძლება დაგვადანაშაულოთ, თუ რატომ არ იცოდნენ, რომ მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი. პრეზიდენტ მარგველაშვილს მიღებული აქვს გაერო-ს გენერალური მდივნის მილოცვა წერილი, როდესაც მისი ინაუგურაცია იყო. ინაუგურაციაზე გაერო-ს წარმომადგენლებიც იყვნენ. ასე, რომ საგარეოს უწყების დადანაშაულება ამ საკითხში, აბსურდია. ამის შემდეგ მისიამ გაერო-ს სამდივნოს შეესწორებინა შეცდომა. ახალი მოწვევა გაერო-ს მისიაში 19 მაიის შემოვიდა, თუმცა თარიღი შეცვლილი არ არის და ისევ 25 თებერვალია მითითებული. ეს არის გაერო-ს სამდივნოს შეცდომა. ამის შემდეგ მოწვევა გავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






