საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ გიორგი მარგველაშვილს გაერო-ს სამიტის მოწვევა საგარეო უწყებამ დაგვიანებით მიაწოდა. როგორც ფანჯიკიძე განმარტავს, 14 მარტს საგარეო უწყებაში მოსული მოწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს შეატყობინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო, 30 მაისს ხელახალი მიწვევა მოვიდა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-მა გუშინ სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკიუმენტის მიხედვით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გიორგი მარგველაშვილის სახელზე ოფიციალურად და პერსონალურად მოწევევა 25თებერვალს გამოაგზავნა, საგარეო უწყებამ კი ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2 თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა, როცა ჯერ კიდევ ადმინიტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე იყო.
მაია ფანჯიკიძე კომენტარ ნატო-ს უელსის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზეც აკეთებს, სადაც მისი თქმით, მინისტრებს რამოდენიმე შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.
მასალის გამოყენების პირობები






