საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ გიორგი მარგველაშვილს გაერო-ს სამიტზე მოწვევა საგარეო უწყებამ დაგვიანებით მიაწოდა. როგორც ფანჯიკიძე განმარტავს, 14 მარტს საგარეო უწყებაში მოსული მოწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს შეატყობინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო, 30 მაისს ხელახალი მიწვევა მოვიდა.
„25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ეს ნიშნავს თუ რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაერო-ს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს უკვე მივიღეთ ახალი მოწვევა, უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას 5 ივნისს გადაეგზავნა, ამ პრეიოდში იყო შაბათ კვირა. შესაბამისად ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
"რუსთავი 2"-მა გუშინ სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკიუმენტის მიხედვით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გიორგი მარგველაშვილის სახელზე ოფიციალურად და პერსონალურად მოწევევა 25თებერვალს გამოაგზავნა, საგარეო უწყებამ კი ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2 თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა, როცა ჯერ კიდევ ადმინიტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე იყო.
მასალის გამოყენების პირობები






