მურმან დუმბაძის კვლავ ვიცე-სპიკერის რანგში განაგრძობს მუშაობას
პოლიტიკა - 10:55, 17 Sep, 2014     1667
მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გაწვევის საკითხზე დეპუტატები დღეს იმსჯელებენ. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება კონსულტაციები. ვიცე-სპიკერის პოსტიდან ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის გასაწვევად აჭარის 6 კაციანი დეპუტაციის 4 ხმაა საჭირო.

ოპოზიციაში გადასულ მურმან დუმბაძეს ყოფილი თანაგუნდელები ვიცე-სპიკერის პოსტის დატოვებას უჩევენ, თუმცა იგი აჭარის დეპუტაციის კვოტით მიღებული თანამდებობის დათმობას არ აპირებს. დაპირისპირებაში ჩარევას არ გეგმავს უმცირესობა.

„საქართველოს პარლამენტის წევრის და ვიცე-სპიკერის რანგში ვაგრძელებ მუშაობას. აჭარის დეპუტაციის მაჟორიტარული წესით არჩეული 6 წევრიდან ოთხმა უნდა დაუჭიროს მხარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი 4 წერვის მოძებნა დეპუტაციიდან არის შეუძლებელი. მე მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს უნდა გითხრათ, რომ ერთ ზარზე უკვე გამოძიება არის დაწყებული. მე დღეს ოფიცალურად განვაცხადე, რომ ორი ზარი შემოვიდა რომელიც ეხებოდა ჩემს პოლიტიკურ უკანასკნელ აქტივობებს“,- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

პარლამენტში შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი ომარ მეგრელიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე თანაგუნდელებთან კონსულტაცია არ ჰქონია.

„მურმან დუმბაძის საკითხი „ქართული ოცნების“ შიდა პრობლემაა. ვფიქრობ ჩემი მონაწილეობის გარეშეც შეუძლიათ ეს პრობლემა გადაწყვიტონ. აჭარის კვოტით ვართ ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი და 5 არიან უმრავლესობის წევრი. ამიტომ თავისუფლად შეუძლიათ გამოიწვიონ ბატონი მურმანი. თუ ჩემი ხმა აუცილებელი გახდება, თანაგუნდელებთან ამ საკითხზე მექნება კონსულტაცია და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, - ამბობს მეგრელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42