პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმოწერა, ანუ 2 თვიანი დაპირისპირების ნაწილი „რუსთავი 2“-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
როდის მიიღო გიორგი მარგველაშვილმა ბან კი მუნის მიწვევა გაეროს სამიტზე და რა უძღოდა წინ რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლას, როგორ მოხდა ამერიკაში შეთანხმებული შეხვედრებში საქართველოს პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრით ჩანაცვლება, ამის გარკვევა იმ მიმოწერითაც შეიძლება რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციასა და მაია ფანჯიკიძის უწყებას შორის მიმდინარეობდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გიორგი მარგველაშვილის სახელზე ოფიციალურად და პერსონალურად მოწევევა 25თებერვალს გამოაგზავნა, საგარეო უწყებამ კი ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2 თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა, როცა ჯერ კიდევ ადმინიტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე იყო.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა დაუდასტურა ოფიციალური წერილით, რომ ის აპირებდა მოწვევის მიღებას და გაეროში კლიმატის ცვლილებების სამიტზე წასვლას, რის შემდეგაც მან 8 ივლისს მიიღო საგარეო უწყებიდან პასუხი, რომ ორივე ღოსნიძიებაზე გაეროში გაემგზავრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მიმოწერა ძირითადად მიმდინარეობდა თენგიზ ფხალაძესა და დავით ზალკალიანს შორის. ამის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველი ფხალაძე ოფიციალური წერილით მიმართავდა საგარეო უწყებას, სადაც ხსნიდა თუ რა ფუნქციები აქვს საქართველოს პრეზიდენტს და რომ მას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ ტიპის ღონისძიებაში, რის შემდეგად თენგიზ ფხალაძემ დავთ ზალკალიანისგან მიიღო ასევე ოფიციალური წერილი, სადაც ეწერა, რომ მთავრობის სხდომამ, რომელიც გაიმართ 14 ივლისს, გადაწყვეტილება მიიღო პრემიერის სასარგებლოდ.

თენგზი ფხალაძემ ამის შემდეგ 14 აგვისტოს მიმართა საგარეო უწყებას, სადაც ფხალაძე ითხოვდა დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ შემდგარიყო პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში და უხსნიდა პრეზიდენტის როლს საგარეო ურთიერთობებში. ამავე მიმოწერის დროს ისმოდა ფრაზები, რომ ორი დელეგაცია ვერ გაემგზავრებოდა, რასაც ასევე მოსდევდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პასუხები, რომ 69-ე მუხლის თანახმად ეს პრეზიდენტის უშუალო მოვალეობა იყო. ამავდროულად თენგიზ ფხალაძე განმარტავდა, რომ თავრობის სხდომას პრეზიდენტის გარეშე გადაწყევტილება არ უნდა მიეღო, რომელიც უკრძალავდა პრეზიდენტს გეროში წასვლას.
ბოლო წერილი საგარეო უწყებაში 8 სექტემბერს შევიდა, სადაც ფხალაძე ასევე ითხოვდა პრეზიდენტის ვიზიტის უზრუნველყოფას, თუმცა როგორც ცნობილია, 12 სექტემბერს პრეზიდენტმა აღნიშნული ვიზიტი ჩაშლილად გამოაცხადა.




მასალის გამოყენების პირობები






