მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებაზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი და ამის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესეულ სანქციებს ასახელებს. დაწესებული სანქციების თანახმად, აღნიშნულ კომპანიეებს არ ექნებათ წვდომა ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ნავთობის მოპოვების ასათვისებლად და დაზვერვითი საქმიანობისათვის არქტიკულ შელფზე, ღრმა წყლიან ზონაში და ფიქალის საბადოებზე. კომპანიებს ასევე არ ექნებათ წვდომა როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ კაპიტალზე დაფინანსებისათვის.
სანქციები შეეხო საბანკო სექტორსაც, კერძოდ ,,ვითიბის“ და ,,სბერბანკს“, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ბანკებისთვის დასავლური ფული ჩაიკეტა. რუსეთი ორი დიდი პრობლემის წინაშე დგას - ახალი ტექნოლოგიების მიწოდება და კომპანიების მიერ ბანკებიდან სესხის აღება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მზად არიან გამოიყენონ საპენსიო ფონდი, ეს კი დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთისთვის სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისზე მიანიშნებს.
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე როგორი უნდა იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა და საბანკო სექტორი შეუერთდეს რუსეთის მიმართ აშშ-სა და ევროპის მხრიდან დაწესებულ სანქციებს და დაუშვებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება, რუსეთმა საკუთარი ფილიალების მეშვეობით გვერდი აუაროს სანქციებს.
,,ნიუპოსტი“ თემის დეტალებზე ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.
,,მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც მეზობელ სახელმწიფოს მნიშვნელოვანია გვესმოდეს თუ რა სანქციები დაუწესდა რუსეთს და რამდენად მნიშნელოვანია ეს. რუსეთზე დაწესებული სანქციების ფონზე, ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოს მთავრობას განცდა გაუჩნდეს იმისა, რომ შეიძლება მოატყუოს ან ვეროპა ან ამერიკა“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმა რუსეთისთვის.
,,წინა კვირას ძალაში შევიდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია პუტინი იცინის და აცხადებს რომ ამით მის ქვეყანას არაფერი არ ვნებს, რადგან ეს კაცი დაავადებულია მაჩოს სტერეოტიპით და მოსახლეობას აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ეს ტალღა სანქციების არის ყველაზე მტკივნეული რუსეთისთვის.
სანქციების ამ ტალღამ დაარტყა ძირითადად სახელმწიფო კომპანიებს და იმ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ნავთობის და გზის სფეროში, მათ შორის ბანკებს, მაგალითად ,,როსნეფტი“ ,,ვითიბი ბანკი“ და ,,სბერბანკი“. ანუ ევროპამ და ამერიკამ ეხლა დაარტყა ბანკებს და სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც დაკავებული არიან გაზის და ნავთობის ამოღებით. პირველ რიგში დავიწყოთ ნავთობით - პირველივე სანქცია ეს არის ახალი ტექნოლოგიების მიწოდების აკრძალვა. ნავთობი არის ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ნავთობის ამოღების ფასი სხვადასხვა ადგილას არის სხვა, ის რომ არქტიკაში ნავთობი ბევრია, ეს იცის ყველამ, მაგრამ ამოღებაა მისი ძვირი. ამოღების მომენტში მთავარია ტექნოლოგიები, რომელსაც იყენებ. წინააღმდგე შემთხვევაში, თუ ნავთობის ამოღება დაგიჯდა უფრო ძვირი, ვიდრე მისი გაყიდვა, არის აბსოლუტური უაზრობა. რუსეთს არ აქვს თავის ტექნოლოგია და ის იძულებულია იყიდოს და გამოიყენოს დასავლეთის ტექნოლოგიები ამოღების პროცესში. ეს ბუნებრივია, პირველ რგიში დაარტავს პუტინის არქტიკის ამბიციებს, სადაც მას დიდი პრეტენზიები აქვს. ამ პრეტენზიებს არ იზიარებს არც კანადა და არც შეერთებული შტატები. უკვე დაიწყეს რუსებმა თავისი საჯარისო ნაწილების გადასროლა და ეს სანქციები ბუნებრივია ამ პროცესს დაარტყავს. მეორე მაგალითი ამ სანქციების არის ის, რომ ლიმიტირებული გახდა ფულის აღება დასავლური ბანკებისგან, ნებისმიერი დიდი კორპორაცია ცხოვრობს ვალით, რუსული ბანკებისთვის ჩიაკეტა დასავლური ფული. პუტინმა საჯაროდ გამოვიდა და იხალისა, რომ ეს ჩვენ არ გვავნებსო, თუმცა გაგახსენებთ, რუსეთის ფინანსთა მინისტრი გამოვიდა რამდნიმე დღის წინ და განაცხადა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ საპენსიო ფონდსო. ეს არის უზარმაზარი ფონდი, რომელიც იხიდს პენსიებს. არაფერი არ ითქვა სტაბილიზაციის ფონდზე, სადაც შეიოდა ნავთობიდან შესული ჭარბი ფული, როგორც სჩანს ესეც ამოიწურა და ეხლა საუბარია საპენსიო ფონდზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი დგას სერიოზული ეკონომიკური პრობლემის წინაშე“, - აცხადებს შაშკინი.
შეუერთდება თუ არა საქართველოს საბანკო სექტორი და საქარველოს ხელისუფლება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ? შაშკინი აცხადებს, რომ ,,ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოს მთავრობას განცდა გაუჩნდეს იმისა, რომ შეიძლება მოატყუოს ან ვეროპა ან ამერიკა, ანუ პირობითად რომ ვთქვათ - გამოიყენოს საქართველოს ტეროტორია იმისათვის, რომ ან ტექნოლოგიები აიღონ ჩვენი მეშვეობით, ან აიღონ ფული.“
,,საქართველოში არის ,,ვითიბი ბანკი“ და არის ,,ლუკოილი“, ორივეს შეეხო სანქციები. მარტივად მისახვედრია, რომ პირველი რასაც რუსეთი გააკეთებს არის ის, რომ შეეცდება თავისი ფილიალები გამოიყენოს იმისათვის, რომ მიიღოს ის, რაც აკრძალულია რუსეთში. მნიშვნელოივანია, ამ სანქციების ფონზე რა დამოკიდებულება ექნება საქართელოს მთვარობას ,,ლუკოილთან“ და ,,ვითიბისთან“? მგალითისთვის, ბანკი რესპუბლიკა შეუერთდება ამ სანქციებს თუ რამე ზეწოლა ექნება სახელმწიფოს მხრიდან? გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - ვუერთდებით თუ არა. მზად არის საქართველოში რომელიმე კომენრციული ბანკი ამისათვის? აქ საქმე იმაშია, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქვეყანამ, აძლლევენ თუ არა ქართული ბანკები სესხს? ჩემი ვარაუდით ქართული ბანკები მისცემენ, მაგრამ ხომ არ გადატყდება ჯოხი სახელმწიფოზე? მაგრამ თუკი საქართველოს მთავრობა შეუერთდება სანქციებს, მაშინ ბანკები ამას ვერ გაბედავენ. მთავარი არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ არ ჩათვალოს, რომ ვინმეზე ჭკვიანია და რომ ჩვენ ვინმეს მოვატყუებთ. მთავრობამ კარგად უნდა გაანალიზოს რისკები, ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ სანქციებზე და არც ისაუბრებენ ჩემი ვარაუდით, მაგრამ შეიძლება ჩვენ სერიზოული ზიანი მოგვადგეს თუ არ გავაანალიზებთ ამ ყველაფერს“, - აცხადებს შაშკინი.
მისი განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური საკითხი, თუკი საქართველო ეცდება, რომ დაეხმაროს რუსეთს, რათა სანქციებს გვერდი აუაროს, საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნება.
,,რუსეთი არ არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი არის უკრაიანა და არის თურქეთი. თუ ჩვენ პრობლემები შეგვექმნა ამ პარტნიორებისგან, რუსეთი ვერ ჩაანაცვლებს მათ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება შეგვექმნას პრობლემა როგორც საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით. ეს არ არის მარტივი თემა, მინდა შეგახსენოთ ისტორიული თემა: ჩემი აზრით ჩვენ იმ ციკლში შევდივართ, რაშიც იყო რუსეთი იყო მე-19 საუკუნეში, როცა რუსეთმა დაამარცხა თურქეთი, იყო ეიფორია რუსეთში და დამთავრდა იმით, რომ როგორც ისტორიკოსები ამტიკცებენ, ნიკოლოზმა თავი მოიკლა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თურქეთი დაამარცხა, მთელმა მსოფლიომ მუხლებზე დააჩოქა რუსეთი საბოლოო ჯამში. ეხლა ამას ვადარებ ზუსტად ყირიმს, მაშინაც ყირიმის თემა იყო, უბრალოდ მაშინ თურქეთი იყო და არა უკრაიან, არავინ იცის დღესაც რითი დამთავრდება“, - აცხადებს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






