პრეზიდენტი მზადყოფნას გამთქვამს შეხვდეს საპარლამენტო უმრავლესობას და ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტთან მოლაპარაკებები იყო შედეგიანი და შეთანხმებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მოხდა.
„შევთანხმდით მთელ რიგ საკითხებზე. პირველი, საპარლამენტო უმრავლესობასთან კომუნიკაციის დალაგებისთვის აუცილებელის სისტემური შეხვედრების მოწყობა. პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობას და ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ასევე, შევთანხმდით საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას თუ როგორ ხედავს ის მის ფუნქციას საქართველოს კონსტიტუციის ძალით. მე მას განუმარტე და ის აღიარებს, რომ მისი საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ის შეზღუდულია მთავრობის თანხმობის გარეშე მოლაპარაკების ნაწილში, საერთაშორისო შეთანხზმების დადების ნაწილში და უცხო ქვეყნების აკრედიტაციაში. ანუ პრეზიდენტი იზიარებს იმ კონსტიტუციურ შეზღუდვას, რაც ვრცელდება მის მიმართ საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






