თამრიკო ჭოხონელიძის "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუს, პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია სკანდალური განცხადებით ეხმაურება.
ლომაიას ჭოხონელიძისადმი მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ძალიანაც კარგი, ისიც საქმეა რომ გყოფნით იმის გამბედაობა და თავად აღიარებთ, რომ მწარედ შეცდით... მახსოვს თავკუდგამოდებული იცავდით "ოცნებას" ახლა რა შეიცვალა? ეგ არაფერი, წინ უფრო ბევრს ინანებთ.. ამ ბოლო დროს გულიანად ვიცინი ხოლმე ყველა იმ ადამიანებზე ვინც გამწარებული იცავდით ოცნებას კბილებით, ახლა კი ნელ-ნელა დედითქვენის მუცლებში შეძვერით უფრო სწორად გსურთ შეძრომა, მაგრამ იმდენად გასივდით უკან ვეღარ ეტევით.. თქვენ კი ქალბატონო ჭოხონელიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაც ერთი სიმღერა იმღერეთ და მაგას ზედ ნუ გადაგვაყოლებთ თქვენივე არტიზტიზმი თუ ნიჭია პოლიტიკაში ნუ აურევთ და დაეტიეთ რა თქვენს სოროში. იმღერეთ თუ გემღერებათ ან იცეკვეთ ... არ გაგვიწყალეთ საქმე? ეხლა კი სირცხვილი გვიანია სანამ პირს გააღებდით იქამდე უნდა გეფიქრათ ამაზე... მაგრამ ძაღლის თავი სხვაგან იმარხება ძალიან კარგად გიცნობთ და ვიცი თქვენი ნათესაური კავშირი ივანიშვილთან, თქვენ ხომ ბერას ნათლია ხართ, ხო და ეს ნათლობა უღირსად შეფასებული გამოდგა, სათანადო ყურადრება არ მოგაქციეს, გეგონათ თუ ულტრამილიონერს შვილს მოუნათლავდით თან გადმოგყვებოდათ, მაგრამ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, ეხლა კი როცა მიხვდით ამას, უცებ გახდა ოცნება ისევ ცუდი არა? ჰაი დედა, არა და მაშინ როცა გაყვიროდით ოცნება, ოცნებაო არც მაშინ იყავით გულრწფელი და მხოლოდ ანგარება გამოძრავებდათ, ხო და რაც მოგივათ ახია თქვენზე.. ამ წერილს კი საჯაროდ გიგზავნი და თუ ჩემი სიმართლე გულზე მოგხვდებათ ცივი წყალი დალიეთ. ხო კიდევ ამ გახსენებაზე იქნებ იმაზე პასუხი გამცეთ შენ დაკვალიაშვილმა, ჩემი წიგნის პრეზენტაციის დროს რომელმა მოტეხეთ ჩემი გადახდილი 600 ლარი შენ თუ კვალიაშილმა? რა ვიცი როგორც კვალიაშვილმა ბრძანა თურმე გადაგიხადათ და გადაგვაგდეთ.. - აი ასეთები ხართ თქვენ, ახლა კი დიდი ამბავი თქვენც თუ ვინმემ გადაგაგდოთ, გულს ნუ გაიტეხთ ახია თქვენზე!",- წერს ირაკლი ლომაია.
მასალის გამოყენების პირობები






