ნარმანია თვითმმართველობის არჩევნების თემაზე გამართულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა
პოლიტიკა - 14:35, 16 Sep, 2014     1623

"2014 წლის ადგილობრივი არჩევნები, მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები" - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ამ თემაზე გამართულ კონფერენციაზე თბილისის მერი დავით ნარმანია მოხსენებით გამოვიდა.

თბილისის მერმა ვრცლად მიმოიხილა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„რეფორმამ, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ, პირველი შედეგი მოიტანა - საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები ჰყავს. ახლა მთავარია, რეფორმა გაგრძელდეს, რათა ადგილებზე ფინანსურად და უფლებამოსილებებით უფრო მეტად ძლიერი თვითმმართველობები ჩამოვაყალიბოთ, შევქმნათ სწორედ ხალხზე მზრუნველი, მათი საჭიროებების გადაწყვეტაზე ორიენტირებული ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ასე აკლდა ჩვენს თანამოქალაქეებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული თბილისელის პრობლემის გადაჭრა, მათ დასაქმებაზე ზრუნვა, სოციალური დაცვა და სრულყოფილი ცხოვრებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა.

კონფერენციის ორგანიზატორია ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES), შვეიცარიის კონფედერაციის და აშშს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42