ავტობანი როკოთამდე 2018 წლამდე ვერ მივა
პოლიტიკა - 13:19, 16 Sep, 2014     7870

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, რომელიც რიკოთამდე 2014 წლის ბოლოს უნდა მისულიყო დიდი ჩამორჩენაა. როგორც ირკვევა, ამ გეგმას შესრულება 2018 წლამდე არ უწერია. ის კი არადა, წლევანდელი გეგმის შესრულება ეჭვქვეშაა, რასაც ადასტურებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისების გრაფიკაც. 7 თვეში მხოლოდ 131 მილიონი ლარის გახარჯვა მოხერხდა.

ინფრასტრუქტურული პროქტების დაგვიანების მოტივი ახალი ტენდერების გამოცხადება გახდა. პრობლემა გაამწვავა რუისი-აგარის მონაკვეთის სირთულებმაც. ახლა იგი უკვე დაძლეულია და ამ მონაკვეთზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტის ხანგრძლიობა დამოკიდებული იქნება სირთულზე. ამ ყველაფრის გათვალისიწინებით პროექტი შეიძლება დამთავრდეს 2 ან 2,5 წელიწადში. ანუ რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი გზის დასრულებას 2017-2018 წელს ვვარაუდობთ“,- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.

„აღნიშნული ავტობანი იწყება თბილისიდან და მთავრდება სარფთან, ასევე მეორე ნაწილია თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდი. მისი დასრულება 2015 წელს იყო დაგეგმილი. გეგმა ითვალისიწინება შემოვლით გზას ქობულეთთან, რომელიც ახლა დასრულებულია, თუმცა არ დაწყებულა ბათუმის შემოსასვლელი გზის მშენებლობა. მიმაჩნია, რომ ავტობანის მშენებლობა ძალიან ნელი ტემპთ მიდის. ჩვენ ქარელამდე ვიყავით მისული. 2013-2014 წელს ეს გზა ხაშურის გვირაბამდე უნდა მისულიყო.მთელი ავტობანი 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო“,- ამბობს ბაკურაძე.

ბაკურაძე დარწმუნებულია, რომ მშენებლობა 2015 წელსაც ვერ დასრულდება, - „ვერანაირად დასრულდება. დღევანდელი გადასახედიდან, ამ ვადაში მისი დამთავრება არარეალურად მიმაჩნია“.

ნუგზარ გასვიანი „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუისი-აგარის 19 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულება 2015 წლისთვის არისნავარაუდევი. აქ, პრაქტიკულად ხელოვნური ნაგებობები- კვანძები, ხიდის სამუშაობეი - 70-80% შესრულებულია. ამჟამად, ეწყობა ბეტონის საფარი.

„მიმდინარეობს სამუშაოები რუისი-აგარის მონაკვეთზე . სავარაუდოდ, წელს სადღაც ფრონის ხიდის მიდამოებზე მოძრაობა გაიხსნება. გვაქვს გარფიკი და იგი გაწერილია სასესხო ხელშეკრულებებიში. სამშენებლო კონტრაქტებში არის მითითებული ზუსტად ვადები.აგარა-რუსისი მონაკვეთზე გარკვეული სირთულეები იყო, რომელიც ამ ეტაპზე სრულად დაძლეულია და სამუშაოები გრძელდება ჩვეულებრივ ტემპში.

რუისი-აგარის მონაკვეთზე კონტრაქტის ღირებულება 70 მილიონ ლარამდეა, ხოლო აგარიდან ზემო ოსიაურის მონაკვეთზე კონტრაქტის ღირებულება 105 მილიონ ლარად შეადგენს. გასვიანი ამბობს, რომ ეს თანხა კონტრაქტის ფარგლებში იქნება ათვისებული.


გაზეთი: "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42