საპარლამენტო უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტთან კონსტიტუციით ხელში მივიდა. როგორც ცნობილია ქუცნაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის საუბრის მთავარი თემა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული ურთიერთობა იქნება.
როგორც დეპუტატამა განაცხადა, თუ პრეზიდენტი კონკურენტის პოზიციიდან უყურებს პოლიტიკურ განშტოებებს, მას მცდარი შეხედულება ჰქონია.
„თუ პრეზიდენტი ხელისუფლების პოლიტიკურ განშტოებებს - პარლამენტსა და მთავრობას უყურებს კონკურენტის პოზიციიდან, ეს მცდარი შეხედულებაა. ეს არსებულ გაუგებრობას დაპირისპირების რეჟიმში შეიყვანს. პრეზიდენტი არ გახლავთ პოლიტიკური განშტოება, ეს სახელისუფლებო ინსტიტუტია. პრეზიდენტი არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური ხელისუფლებების განშტოებების კონკურენტი. მინდა გიორგის ამ თემაზე ვესაუბრო“,- აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






