თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ წინამოწვევის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში თანხები არასწორად იყო გადანაწილებული.
„ეს არის მართლაც ყველაზე ცუდი ბიუჯეტი, რაც მე მინახავს. მათ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში დაგვახვედრეს განიავებული ბიუჯეტი, ასევე დაგვახვდრეს ბოლომდე გახარჯული ბიუჯეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში, ჩვენ იძულებულები ვართ ქამრები შემოვიჭიროთ... სხვა მუხლებში არსებული თანხები, აქეთ გადმოვიატენთ, გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ გათვალისწინებული 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებელი წყალკანალიზაციის სამუშაოები და დიღომში ოლიმპიური ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული თანხები, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავწიოთ და აქედან გამომდინარე გვიწევს გარედან რესურსების მოძიება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






