ივანიშვილს უსმენენ-ექსპერტი მამუკა არეშიძე კონკრეტულ ფაქტს იხსენებს
პოლიტიკა - 12:10, 16 Sep, 2014     1774

ექსპერტი მამუკა არეშიძე „ალიასთნ“ საუბარში კონკრეტულ ფაქტს იხსენებს, რომლითაც დასტურდება რომ ექსპრემრს ბიძინა ივანიშვილს უსმენენ.

„ზუსტად ვიცი, როგორ მოუსმინეს ახალციხის კონრეტული ფაქტის გამო ბიძინა ივანიშვილს. სხვათა შორის, ეს მოხდა აგვისტოში... მე არ მაქვს უფლება, კონკრეტული დეტალები გავამხილო, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ზუსტად ბიძინა ივანიშვილს მოუსმინეს, როდესაც მას მოახსენეს კონკრეტული ამბავი სამცხე-ჯავახეთზე ტელეფონით და ეს ეხებოდა კონკრეტული თანამდებობის პირების სამსახურეობრივ გადაცდომას, იმავე საღამოს იმ კონკრეტულმა პირებმა, ვიზეც იყო საუბარი, იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მათზე საუბარი შედგა. ეს ადამიანები, ვისზეც იყო საუბარი წარმოადგენდნენ ძალოვან სტრუქტურებს. ეს შეიძლება პირდაპირი მტკიცება არ არის, მაგრამ შეგიძლიათ, საბუთად ჩათვალოთ“, - აცხადებს არეშიძე.

რაც შეეხება ვარაუდს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციურ გადატრიალებას გეგმავს, არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„მოდით ჩავიხედოთ იმ წერილში, რომელიც უგულავამ თანაპარტიელებს მიწერა... იქ ნახსენებია ე.წ. დაჩაგრული სტუდენტები, იქ საუბარია რეცეპტით უკმაყოფილო ხალხზე, როდესაც ხარ ხელისუფლებაში ეს მიზეზები არ უნდა მისცე „ნაციონალურ მოძრაობას“. რასაც ლაპარაკობს უგულავა, ის გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას და არა არეულობას, მაგრამ რასაც ლაპარაკობს ბოკერია (საპროტესტო ტალღის აგორებაზე) ეს არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული საზოგადოებრივი ნების დემონსტრირება. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი ელექტორატი არ შეემატოს და არავითარი გადატრიალება არ მოხდეს“, - ამბობს არეშიძე.

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მოსმენები ეხლაც ხდებოდეს.

„თუ გვისმენენ, ალბათ ისევ ესენი (ნაციონალები) გვისმენენ. მათი მხრიდან ისმის კრიტიკა, რომ მოსმენებს დღევანდელი მთავრობა ახორციელებს. არადა, ერთი მაგალითი არ დაუსახლებიათ“, -აცხადებს ივანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42