მთავრობის დელეგაცია მაღალი დონის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 10:55, 16 Sep, 2014     1498

საქართველოს მთავრობის დელეგაცია მაღალი დონის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერო-ს ეგიდით ჟენევაში გაიმართება. მინისტერიალის თემაა „2015 წლის შემდგომი მსოფლიოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები“.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ეკონომიკის სამინისტროს პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლალი ღოღობერიძე და დონორების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი თამარ რაზმაძე იქნებიან.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაზეც გაეროს წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის: 2000 წელს ათასწლეულის დეკლარაციით 191-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მიიღეს ათასწლეულის განვითარების 8 გლობალური მიზანი. დეკლარაციის ვადა მომავალ წელს იწურება, ხოლო მდგრადი განვითარების მიზნები გახდება ახალი გზამკვლევი საერთაშორისო საზოგადოების წევრი ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის.

„მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები და რეფორმები უნდა ითვალისწინებდეს 2015 წლის შემდგომი მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებსაც, რაზეც საქართველოს მთავრობა უკვე აქტიურად მუშაობს. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი ქვეყანა, ჟენევის მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს გამჭვირვალე ანგარიშვალდებულების მექანიზმების შემუშავებაში, რომელთა დანერგვა უზრუნველყოფს გლობალური მიზნების წარმატებით განხორციელებას არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც“ – აცხადებენ მთავრობაში.

ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია 19 სექტემბერს თბილისში გაიმართება. ანგარიში ასახავს საქართველოს პროგრესს სიღარიბის დაძლევის, განათლების სისტემის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაზრდის, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების, აივ-ინფექციის და სხვა დაავადებებთან ბრძოლისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებში.

ცნობისთვის, გასულ წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის 68-სე სესიის ფარგლებში საქართველო ორი წლის ვადით გაეროს 6 ძირითადი ინსტიტუტიდან ერთ-ერთის - ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს ქვეყანას აძლევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გააღრმავოს თანამშრომლობა მსოფლიოს სახელმწიფოებთან ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებების გაუმჯობესებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42